ჩვენი დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის ევროპელი ლიდერების მადლიერი ვარ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე წერს.
“სწორედ ასეთ აქტიურ დიპლომატიურ მიდგომას შეუძლია ომის ღირსეული მშვიდობით დასრულება. ჩვენ ყველანი მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევას და ერთად უნდა შევჯერდეთ პოზიციებზე, რომლებიც რუსეთს არ მისცემს საშუალებას, რომ მსოფლიო კიდევ ერთხელ მოატყუოს. პირიქით, ისე გადაადგილდებიან, რომ ეს ახალი შეტევითი ოპერაციებისთვის მზადებაზე მიანიშნებს. მსგავს ვითარებაში მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოს ერთობას საფრთხე არ დაემუქროს. იქამდე, სანამ რუსეთი ომსა და ოკუპაციას აგრძელებს, ჩვენ ზეწოლა ერთად უნდა შევინარჩუნოთ – ზეწოლა ძალით, სანქციებითა და დიპლომატიით”, – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.
შეგახსენთ, დღეს, ევროკავშირის 26-მა სახელმწიფომ უკრაინის მხარდასაჭერი ერთობლივი განცხადება გაავრცელა.
განცხადებას ხელი მხოლოდ უნგრეთმა არ მოაწერა