კვირა, ივნისი 7, 2026
Home პოლიტიკა პუტინი ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულებისთვის არ ემზადება – ვოლოდიმირ ზელენსკი

პუტინი ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულებისთვის არ ემზადება – ვოლოდიმირ ზელენსკი

by admin

პუტინი ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულებისთვის არ ემზადება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს მიმართვაში განაცხადა.

„დღეს დაზვერვისა და სამხედრო სარდლობის ანგარიში გვქონდა იმის შესახებ, თუ რა მოლოდინი აქვს პუტინს და სინამდვილეში, რისთვის ემზადება. კერძოდ, სამხედრო მზადებასთან დაკავშირებით. ცალსახად, ის ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულებისთვის არ ემზადება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთს ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე ახალი ოპერაციებისთვის გადაჰყავს.

„არანაირი ნიშანი არ არსებობს იმისა, რომ რუსებმა ომის შემდგომი ვითარებისთვის მოსამზადებლად სიგნალები მიიღეს. თავიანთი ჯარები ისე გადაჰყავთ, რომ ახალი შეტევითი ოპერაციებისთვის ემზადებიან“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay