შაბათი, ივნისი 6, 2026
Home საზოგადოება უკრაინელებმა სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც ყოველწლიურად 7 მილიონ ტონამდე ნავთობს ამუშავებს

უკრაინელებმა სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც ყოველწლიურად 7 მილიონ ტონამდე ნავთობს ამუშავებს

by admin

უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა, თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტებთან ერთად, სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

“უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებს სისტემატურად ისეთი ზომების მიღებას, რომლებიც მიმართულია მოწინააღმდეგის სამხედრო და ეკონომიკური პოტენციალის შემცირებისკენ, რათა აიძულოს იგი შეწყვიტოს შეიარაღებული აგრესია ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული თითოეული დაზიანებული ობიექტი, რომელიც ჩართულია უკრაინის წინააღმდეგ მისი დანაშაულებრივი ომის მომარაგებაში, გვაახლოებს სამართლიან მშვიდობასთან”, – აცხადებენ გენშტაბში

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay