შაბათი, ივნისი 6, 2026
Home პოლიტიკა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ტემი ბრიუსი გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენლის მოადგილის თანამდებობაზე ინიშნება

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ტემი ბრიუსი გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენლის მოადგილის თანამდებობაზე ინიშნება

by admin

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს, ტემი ბრიუსს, გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენლის მოადგილედ დანიშნავს. ამის შესახებ Politico იუწყება.

„მოხარული ვარ გაცნობთ, რომ ვნიშნავ ტემი ბრიუსს, დიდ პატრიოტს, ტელეწამყვანსა და ბესტსელერების ავტორს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში აშშ-ის შემდეგი წარმომადგენლის მოადგილედ“, – დაწერა ტრამპმა Truth Social-ში.

ტრამპის მეორე ვადის პირველი ექვსი თვის განმავლობაში ბრიუსი სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთი ყველაზე საჯარო სახე იყო, რომელიც რეგულარულად ატარებდა პრესკონფერენციებს ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის შესახებ.

ტრამპმა ბრიუსი, Fox News-ის ყოფილი თანამშრომელი, სახელმწიფო დეპარტამენტში თანამდებობაზე თავდაპირველად იანვარში წარადგინა.

გაერო-ში წარმომადგენლის მოადგილის პოზიცია სენატმა უნდა დაამტკიცოს

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay