სამშაბათი, ოქტომბერი 20, 2026
Home პოლიტიკა ნიკოლ ფაშინიანი ვაშინგტონში დონალდ ტრამპსა და ილჰამ ალიევს შეხვდება

ნიკოლ ფაშინიანი ვაშინგტონში დონალდ ტრამპსა და ილჰამ ალიევს შეხვდება

by admin

ერევანმა დაადასტურა, რომ ქვეყნის პრემიერი, ნიკოლ ფაშინიანი 7-8 აგვისტოს ვაშინგტონში აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან და აშშ-ს პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სამმხრივ შეხვედრას გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის პრემიერმინისტრის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

“სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი 7-8 აგვისტოს აშშ-ს ეწვევა. ვაშინგტონში პრემიერმინისტრი ფაშინიანი გამართავს ორმხრივ შეხვედრას აშშ-ს პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან, რომელიც სომხეთსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გამყარებას მიეძღვნება, ასევე სამმხრივ შეხვედრას აშშ-ს პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპტან და აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან, რომელიც რეგიონში მშვიდობის, კეთილდღეობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობაზე იქნება მიმართული”. – წერია განცხადებაში

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay