კვირა, ოქტომბერი 18, 2026
Home პოლიტიკა ირაკლი კობახიძე თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვს შეხვდა

ირაკლი კობახიძე თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვს შეხვდა

by admin

ირაკლი კობახიძე, გაეროს კონფერენციის ფარგლებში, თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და თურქმენეთს შორის სხვადასხვა სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების პოტენციალზე.

“აღინიშნა ენერგეტიკის სექტორში პარტნიორობის პოზიტიური დინამიკა და სამხრეთის გაზის დერეფნის შესაძლებლობები ევროპაში თურქმენული ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების კუთხით.

შეხვედრისას ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და ამ მიმართულებით მაქსიმალური ძალისხმევის აუცილებლობას.

ირაკლი კობახიძემ თურქმენეთის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია”,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძე თურქმენეთში, ქალაქ ავაზაში, გაეროს კონფერენციაში მონაწილეობს

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay