ხუთშაბათი, აგვისტო 13, 2026
Home საზოგადოება ლაოსის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინს ორი სპილო აჩუქა

ლაოსის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინს ორი სპილო აჩუქა

by admin

კრემლში რუსეთსა და ლაოსს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 65 წლისთავზე ქვეყნების პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე ლაოსის პრეზიდენტმა, თხონგლუნ სისულიტმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინს ორ სპილოს ჩუქნის.

“მეურნეობაში გამოგვადგება”. – თქვა პუტინმა.

კრემლში განაცხადეს, რომ ქვეყნების ლიდერებმა შეხვედრაზე სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარულ საკითხებზე იმსჯელეს.

2024 წელს მიანმის პრემიერმინისტრმა, ქვეყნებს შორის ურთიერთობის გამყარების ნიშნად, რუსეთს 6 სპილო აჩუქა, რომლებიც ამჟამად მოსკოვის ცირკში ბინადრობენ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay