კვირა, აგვისტო 30, 2026
Home პოლიტიკა რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციას რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს

რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციას რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს

by admin

რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციას რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს, – ამის შესახებ განცხადებას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.

“რუსულ მხარესთან მოლაპარაკებებისთვის დელეგაციის შექმნის ბრძანება გავეცი. დელეგაციას რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს. დელეგაციის შემადგენლობაში უკრაინის დაზვერვის, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები შევლენ. უკრაინა მზად არის რაც შეიძლება პროდუქტიულად იმუშაოს პატიმრების გასათავისუფლებლად, გატაცებული ბავშვების დასაბრუნებლად, მკვლელობების დასასრულებლად და ლიდერების დონეზე შეხვედრის მოსამზადებლად, რათა ეს ომი ნამდვილად დასრულდეს“, – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

ცნობისთვის, გუშინ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა სტამბოლში, 23 ივლისს არის დაგეგმილი

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay