ოთხშაბათი, ივნისი 10, 2026
Home პოლიტიკა უკრაინას შორი რადიუსის იარაღს ძალიან მალე მივაწვდით – ფრიდრიხ მერცი

უკრაინას შორი რადიუსის იარაღს ძალიან მალე მივაწვდით – ფრიდრიხ მერცი

by admin

17 ივლისს გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ უკრაინა შორი რადიუსის გერმანულ სარაკეტო სისტემებს “ძალიან მალე” მიიღებს.

გაერთიანებულ სამეფოში გამართულ პრესკონფერენციაზე მერცმა აღნიშნა, რომ უკრაინას თავისი თავდაცვის გასაუმჯობესებლად, შორ მანძილზე დარტყმების შესაძლებლობები სჭირდება და დაამატა, რომ “ძალიან მალე, უახლოეს პერიოდში” კიევი ამ მიმართულებით დამატებით მხარდაჭერას მიიღებს.

“უკრაინა ბევრად უკეთეს მდგომარეობაში იქნება, შეძლებს ამ სისტემების გამოყენებას და უახლოეს კვირებსა და თვეებში მათი ოპერირების მიმართულებით ჩვენს მხარდაჭერას მიიღებს” – განაცხადა მან.

მანამდე, გერმანიის მიერ Taurus-ის ტიპის შორი რადიუსის ფრთოსანი რაკეტების გადაცემას რუსეთის საგარეო სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა გამოეხმაურა და თქვა, რომ “რუსეთი თავის უფლებად მიიჩნევს, გამოიყენოს იარაღი და დაარტყას იმ ქვეყნების სამხედრო ობიექტებს, რომლებიც სხვებს თავისი წარმოებული შეიარაღების რუსეთის წინააღმდეგ გამოყენების საშუალებას მისცემენ.”

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay