ოთხშაბათი, ივნისი 10, 2026
Home საზოგადოება ის, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ, არის მარტივი რამის დადასტურდება: უახლოეს დღეებში დაიჭერენ ან ლილუაშვილს, ან ღარიბაშვილს, ან გომელაურს – ლევან ხაბეიშვილი

ის, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ, არის მარტივი რამის დადასტურდება: უახლოეს დღეებში დაიჭერენ ან ლილუაშვილს, ან ღარიბაშვილს, ან გომელაურს – ლევან ხაბეიშვილი

by admin

დანა-სისხლად არიან გადაკიდებული გომელაურ-ლილუაშვილ-ღარიბაშვილთან – ისინი ამ ისტერიკით ადასტურებენ ერთ რამეს: შიგნით აქვთ უბედურება დაჭმა და მეთი ინფორმაცია მაქვს თუ არა? კიდევ უფრო მეტი მაქვს, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ.

ის, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ, არის მარტივი რამის დადასტურდება: უახლოეს დღეებში დაიჭერენ ან ლილუაშვილს, ან ღარიბაშვილს, ან გომელაურს.

ბატონო ბიძინა, მარტო დარჩებით, ხომ ხვდებით? ხომ ხედავთ? კობახიძეც ადასტურებს, რომ ლილუაშვილი, ღარიბაშვილი, გომელაური –  ყველა ჩემთან თანამშრომლობს, ყველას ინფორმაციები მოაქვს.

თქვენ ხომ ხვდებით, რომ დარჩებით მიქანაძის, ოხანაშვილის და ამ შეშლილი კობახიძის ამარა.

ღარიბაშვილზე ვთქვი – მიქაუტაძე დაუჭირეთ, მისი ჯიბე. გომელაურის გადადგომა ვთქვი –  ორ დღეში გადადგა.

რიჟვაძეზე ვთქვი –  ფაქტობრივად ან კლავდით, ან თავს იკლავდა.

ბიზნესზე ვთქვი – “ზარალადან” დაწყებული პაპაშვილით გაგრძელებული და ჩხაიძეს, საერთოდ, შვილი დაუჭირეთ.

რომელი ერთი მოვყევი და არ დადასტურდა?

ლილუაშვილს ვთქვი, რომ $100 მილიონ დოლარს სთხოვთ, ოხანაშვილმა აგერ თქვა, რომ დიახ, გამოძიებას მასთან კითხვები აქვს. ამიტომ, თქვენ აბსოლუტურად მარტო დარჩებით ამ შეშლილების ამარა.

ერთადერთი ხსნა გვაქვს ახლა, ერთმანეთს რომ დაერივნენ შიგნით და ოპოზიციაშია ყოფილი პრემიერიც, სუს-ის ყოფილი უფროსებიც, შს მინისტრიც, მნიშვნელოვანია, რომ ეს თემა გამოიყენოს ხალხმა, იმიტომ, რომ შიგნით ახლა ისეთი დაჭმა აქვთ, გონზე კიდევ კაი ხანს ვერ მოვლენ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ 4 ოქტომბერს ყველამ ერთად უზრუნველვყოთ ამ რეჟიმის მშვიდობიანი დამხობა – თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay