ოთხშაბათი, ივნისი 10, 2026
Home პოლიტიკა კირ სტარმერმა და ფრიდრიხ მერცმა დიდ ბრიტანეთსა და გერმანიას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს

კირ სტარმერმა და ფრიდრიხ მერცმა დიდ ბრიტანეთსა და გერმანიას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს

by admin

კირ სტარმერმა და ფრიდრიხ მერცმა დიდ ბრიტანეთსა და გერმანიას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს, – ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

“თქვენი აქ ყოფნა, დიდი პატივია, განსაკუთრებით კი კენსინგტონის ხელშეკრულების ხელმოწერისთვის, რომელიც განსაკუთრებული ხელშეკრულებაა, რადგან ის ჩვენს ქვეყნებს შორის პირველია”, – განუცხადა კირ სტარმერმა ფრიდრიხ მერცს.

დიდ ბრიტანეთსა და გერმანიას შორის გაფორმებული ფართომასშტაბიანი ხელშეკრულება ურთიერთდახმარების პუნქტს შეიცავს და ქვეყნებს შორის კავშირებს აძლიერებს, განსაკუთრებით კი თავდაცვის სფეროში.

ცნობისთვის, ეს ფრიდრიხ მერცის გერმანიის კანცლერის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ დიდ ბრიტანეთში პირველი ოფიციალური ვიზიტია

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay