დიახ, მათ ეს [Patriot-ის რაკეტები] თავდაცვისთვის სჭირდებათ. არ მინდა ხალხის სიკვდილი ვიხილო. ეს მათ თავდაცვისთვის დასჭირდებათ. ეს [რაკეტები] საოცრად ეფექტურია. როგორც იცით, ჩვენ 14-დან 14 ჩამოვაგდეთ. ეს მართლაც საოცარია. თუ დაფიქრდებით, ეს თითქმის დაუჯერებელია, 14-დან 14 ჩამოვაგდეთ. ასე რომ, მათ რაღაც დასჭირდებათ, რადგან ძლიერად ურტყამენ. დიახ, შესაძლოა. ამაზე ვფიქრობთ.
მე უკვე გითხარით, რომ პუტინთან საუბრით ძალიან უკმაყოფილო ვიყავი. როგორც ჩანს, მას ბოლომდე წასვლა და ადამიანების მკვლელობის გაგრძელება სურს. ეს კარგი არ არის. ცუდია. კმაყოფილი არ ვიყავი. ვფიქრობ, ის ძალიან შეშფოთებულია სანქციების გამო. სენატი, როგორც იცით, სანქციებს ამზადებს, მასშტაბურ სანქციებს. ჩვენ სანქციებზე ძალიან ბევრი ვისაუბრეთ. მე ვიტყოდი, პუტინი ამით აღფრთოვანებული არ არის, მაგრამ როგორც იცით, ის უმკლავდებოდა სანქციებს, თუმცა ახალი სანქციები საკმაოდ მტკივნეულია. ჩვენ სანქციებზე ძალიან ბევრს ვსაუბრობთ და ის ხვდება, რომ შესაძლოა, ახალი სანქციები დაწესდეს. და იცით, ის პროფესიონალია”, – განაცხადა ტრამპმა
ასე უპასუხა აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტის კითხვას გადასცემს თუ არა აშშ უკრაინას Patriot-ის ტიპის რაკეტებს