შაბათი, ივნისი 6, 2026
Home პოლიტიკა მოლდოვა თუ ევროკავშირს შეუერთდება, ჩვენ ყველანი უფრო უსაფრთხოდ, მტკიცედ და გაერთიანებულები ვიქნებით – ურსულა ფონ დერ ლაიენი

მოლდოვა თუ ევროკავშირს შეუერთდება, ჩვენ ყველანი უფრო უსაფრთხოდ, მტკიცედ და გაერთიანებულები ვიქნებით – ურსულა ფონ დერ ლაიენი

by admin

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოლდოვა-ევროკავშირის პირველ ორმხრივ სამიტზე ხაზი გაუსვა ამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების უპირატესობას.

„თუ მოლდოვა ევროკავშირს შეუერთდება , ჩვენ ყველანი უფრო უსაფრთხოდ, უფრო მტკიცედ და უფრო გაერთიანებულები ვიქნებით“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა კიშინიოვში სამიტის გახსნაზე.

მისი თქმით, ევროკავშირი „მოლდოვას მხარეს დგას“, რათა მხარი დაუჭიროს მის ევროპულ მომავალს და დამოუკიდებლობისკენ მისწრაფებას.

ეს მოლდოვასთვის ამ ფორმატის პირველი ღონისძიებაა. ურსულა ფონ დერ ლაიენის გარდა, ევროკავშირის სამიტს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტაც დაესწრო

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay