კვირა, ოქტომბერი 18, 2026
Home პოლიტიკა რუსეთის სანქციების კანონპროექტზე ტრამპმა მითხრა, დროა კანონპროექტი დავაწინაუროთო – ლინდსი გრემი

რუსეთის სანქციების კანონპროექტზე ტრამპმა მითხრა, დროა კანონპროექტი დავაწინაუროთო – ლინდსი გრემი

by admin

რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემის თქმით, რუსეთისთვის სანქციების გამკაცრების მის კანონპროექტს “დიდი გარღვევა” აქვს. ამის შესახებ მან ABC News-თან ისაუბრა.

“თუ ყიდულობ რუსეთისგან პროდუქტებს და უკრაინას არ ეხმარები, იქნება 500%-იანი ტარიფი შენს პროდუქტზე, რომელიც აშშ-ში შემოდის. ინდოეთი და ჩინეთი ყიდულობენ პუტინის ნავთობის 70%-ს, მის საბრძოლო მანქანას ამარაგებენ. ჩემს კანონპროექტს 44 თანაინიციატორი ჰყავს. ის პრეზიდენტს საშუალებას მისცემს დაუწესოს ტარიფი ჩინეთს, ინდოეთსა და სხვა ქვეყნებს, რათა მათ მიერ პუტინის ომის მანქანის მხარდაჭერა შეწყდეს.

ტრამპმა თქვა: “დროა შენი კანონპროექტი დავაწინაუროთ.” [ვუთხარი:] კანონპროექტში არის დათმობა ბატონო პრეზიდენტო – თქვენს განკარგულებაშია მისი აღსრულება. ჩვენ მივცემთ პრეზიდენტ ტრამპს ხელსაწყოს, რომელიც დღეს არ გააჩნია. ივლისის შესვენების შემდეგ მივიღებთ კანონპროექტს. არის დათმობა, მასზეა დამოკიდებული აღსრულება. ვცდილობთ პუტინი [მოლაპარაკებების] მაგიდამდე მივიყვანოთ.” – თქვა გრემმა.

შეგახსენებთ, კანონპროექტს 100 სენატორიდან მხარი 80-ზე მეტმა დაუჭირა. გასულ დღეებში The Wall Street Journal-ი წერდა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია გრემს უბიძგებდა, შეერბილებინა დოკუმენტის ფორმულირება და შეეტანათ დათმობა, რომელიც პრეზიდენტს ნებას მისცემდა თავად აერჩია ვის წინააღმდეგ დაწესდებოდა გათვალისწინებული შეზღუდვები

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay