ოთხშაბათი, ოქტომბერი 28, 2026
Home მსოფლიო ისრაელმა ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანა

ისრაელმა ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანა

by admin

ისრაელმა დასავლეთ ირანის ქალაქ კერმანშაჰში სამხედრო ინფრასტრუქტურაზე საჰაერო დარტყმები განახორციელა, – ამის შესახებ CNN-ი ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით იუწყება.

მანამდე, ირანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელმა, გამთენიისას, თეირანის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე დიდ სამხედრო კომპლექს პარჩინზე დარტყმა განახორციელა.

თავის მხრივ, დღეს დილით ისრაელზე სარაკეტო შეტევა განახორციელა ირანმაც, ისრაელის საჰაერო თავდაცვამ ირანის მიერ გაშვებული რაკეტები მოიგერია.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay