სამშაბათი, ოქტომბერი 27, 2026
Home მსოფლიო ირანის პარლამენტმა ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვას მხარი დაუჭირა

ირანის პარლამენტმა ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვას მხარი დაუჭირა

by admin

აშშ-ს მიერ ბირთვულ ობიექტებზე იერიშების მიტანის შემდეგ ირანის პარლამენტმა ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვას მხარი დაუჭირა.

ჰორმუზის სრუტე უმნიშვნელოვანეს მარშრუტს წარმოადგენს, რომლის მეშვეობითაც მსოფლის ნავთობისა და გაზის დაახლოებით 20% მიეწოდება და ნავთობის ძირითადი მწარმოებლები ღია ზღვაზე წვდომას სწორედ ამ გზით იღებენ.

ჰორმუზის ბლოკირება ასევე შეუზღუდავს აშშ-ს სამხედრო გემების სპარსეთის ყურიდან გასვლის შესაძლებლობას.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას ქვეყნის უსაფრთხოების ორგანო მიიღებს.

რევოლუციური გვარდიის მეთაურმა, ესმაილ ქოსარიმ განაცხადა, რომ სრუტის ჩაკეტვა დღის წესრიგში დგას და “როცა საჭირო გახდება”, ეს მოხდება

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay