ორშაბათი, ოქტომბერი 26, 2026
Home პოლიტიკა აშშ-მა ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბა

აშშ-მა ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბა

by admin

აშშ-მა ირანში სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე იერიში მიიტანა. შესაბამისი განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკეთა.

შეტევა განხორციელდა ფორდოუზე, ისპაჰანსა და ნათანზიზე, რომლებიც ირანის ბირთვული ამბიციების ცენტრებს წარმოადგენენ.

დონალდ ტრამპა ოპერაციას წარმატებული უწოდა.

“დავასრულეთ ძალიან წარმატებული თავდასხმა ირანში, სამ ბირთვულ ობიექტზე, მათ შორის ფორდოზე, ნათანზსა და ისპაჰანში. მსოფლიოში არ არსებობს სხვა არმია, რომელიც ამის გაკეთებას შეძლებდა. ახლა მშვიდობის დროა!”, – წერს ტრამპი

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay