ორშაბათი, ოქტომბერი 26, 2026
Home პოლიტიკა ნეთანიაჰუ – გილოცავთ პრეზიდენტო ტრამპ, თქვენი გაბედული გადაწყვეტილება, მიზანში ამოგეღოთ ირანის ბირთვული ობიექტები, ისტორიას შეცვლის

ნეთანიაჰუ – გილოცავთ პრეზიდენტო ტრამპ, თქვენი გაბედული გადაწყვეტილება, მიზანში ამოგეღოთ ირანის ბირთვული ობიექტები, ისტორიას შეცვლის

by admin

სრაელის ლიდერები ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის მიერ განხორციელებული დარტყმების გამო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მადლობას უხდიან და თავდასხმას გადამწყვეტ და ისტორიულ მომენტად აფასებენ.

“კაცობრიობის ისტორიის გვერდებზე ეს არის მომენტი, როდესაც თავისუფლების, პასუხისმგებლობისა და უსაფრთხოების პრინციპებმა გაიმარჯვა. გადამწყვეტი მომენტი ტერორისა და ბოროტების ღერძსა და იმედის ღერძს შორის”, – წერს ისრაელის პრეზიდენტი X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, დონალდ ტრამპის გაბედული გადაწყვეტილება ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმებთან დაკავშირებით ისტორიას შეცვლის.

“გილოცავთ პრეზიდენტო ტრამპ, თქვენი გაბედული გადაწყვეტილება, მიზანში ამოგეღოთ ირანის ბირთვული ობიექტები აშშ-ის საოცარი და სამართლიანი ძალით, ისტორიას შეცვლის. პრეზიდენტი ტრამპი და მე ხშირად ვამბობთ: „მშვიდობა ძალის მეშვეობით“. პირველ რიგში ძალაა, შემდეგ კი მშვიდობა მოდის. პრეზიდენტმა ტრამპმა და შეერთებულმა შტატებმა დიდი ძალით იმოქმედეს”, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay