ორშაბათი, ოქტომბერი 26, 2026
Home საზოგადოება ბელარუსი ოპოზიციონერი, სერგეი ტიხანოვსკი ციხიდან გაათავისუფლეს

ბელარუსი ოპოზიციონერი, სერგეი ტიხანოვსკი ციხიდან გაათავისუფლეს

by admin

ბელარუსი ოპოზიციონერი სერგეი ტიხანოვსკი ციხიდან გაათავისუფლეს. ტიხანოვსკის გათავისუფლება მინსკში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის ვიზიტის შედეგად გახდა შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ მან უკვე დატოვა ბელარუსის ტერიტორია. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სერგეი ტიხანოვსკი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე დააკავეს, რომელზეც ის კანდიდატად გასვლას აპირებდა.

დაპატიმრების შემდეგ კანდიდატად მისი მეუღლე, სვეტლანა ტიხანოვსკაია დარეგისტრირდა.

2021 წელს მას მკაცრი რეჟიმის კოლონიის 18 წელი მიუსაჯეს. ორ წელზე მეტია მასზე არანაირი ინფორმაცია არ არსებობდა, ვინაიდან მას სრულ იზოლაციაში ამყოფებდნენ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay