კვირა, ოქტომბერი 25, 2026
Home საზოგადოება სახელმწიფო დეპარტამენტი გმობს კიევზე რუსეთის თავდასხმას, რომელმაც ათობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა

სახელმწიფო დეპარტამენტი გმობს კიევზე რუსეთის თავდასხმას, რომელმაც ათობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა

by admin

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გმობს რუსეთის თავდასხმას უკრაინის დედაქალაქზე 17 ივნისის ღამეს, რომლის შედეგადაც 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ამის შესახენ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ტემი ბრიუსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბრიუსის თქმით, აშშ-ის ადმინისტრაცია დარტყმის შესახებ ინფორმირებული იყო.

„ჩვენ ვგმობთ ამ თავდასხმებს და ვუსამძიმრებთ მსხვერპლთა და ყველა დაზარალებულის ოჯახებს. პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ ნათლად ისაუბრა მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმებზე“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.

ამავდროულად, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა დაადასტურა, რომ კიევში თავდასხმის დროს აშშ-ის მოქალაქე დაიღუპა. „ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ აშშ-ის მოქალაქის გარდაცვალება უკრაინაში და მზად ვართ უზრუნველვყოთ ყველა შესაძლო საკონსულო დახმარება.

ამ საშინელ დროს ოჯახის პატივისცემის გამო, ჩვენ არ შეგვიძლია ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მოწოდება“, – დასძინა მან.

შეგახსენებთ, კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay