რუსეთი ისედაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის ევროკავშირს, ამიტომ მნიშვნელოვანია უკრაინის დახმარების გაგრძელება, ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. განაცხადა. იუწყება The Guardian
“ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ როგორც უკრაინისთვის, ასევე ჩვენივე უსაფრთხოებისთვის. გავიმეორებ ჩემი მეგობრის, ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს სიტყვებს: თუ უკრაინას დამატებით დახმარებას არ გავუწევთ, ყველამ რუსული ენის შესწავლა უნდა დავიწყოთ. გასულ წელს რუსეთმა თავდაცვაზე მეტი დახარჯა, ვიდრე მთელმა ევროკავშირმა. წელს რუსეთი თავდაცვაზე უფრო მეტს ხარჯავს, ვიდრე ერთად აღებულ ჯანდაცვაზე, განათლებასა და სოციალურ პოლიტიკაზე. ეს არის გრძელვადიანი აგრესიის გრძელვადიანი გეგმა”, – აღნიშნა კალასმა