პარასკევი, ოქტომბერი 23, 2026
Home საზოგადოება ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო 23 ივნისს საქართველოს საკითხს განიხილავს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო 23 ივნისს საქართველოს საკითხს განიხილავს

by admin

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა საბჭო 23 ივნისის სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაცია საგარეო საქმეთა საბჭოს განრიგშია მოცემული.

განრიგის თანახმად, საგარეო საქმეთა საბჭო, რომელიც ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებისგან შედგება, 23 ივნისს ბრიუსელში შეიკრიბება და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის თავმჯდომარეობით გაიმართება.

საქართველოს საკითხთან ერთად განხილული იქნება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია, ახლო აღმოსავლეთსა და ლიბიაში არსებული ვითარება და ჩინეთი და ევროპული უსაფრთხოება

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay