99
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, საიდ ხათიბზადემ განაცხადა, რომ ისრაელმა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ შენობას დაარტყა.
„ისრაელის კრიმინალურმა რეჟიმმა განზრახ და სასტიკი თავდასხმა განახორციელა საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ შენობაზე, რომელიც პოლიტიკური და საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის პირდაპირ მდებარეობს“, – დაწერა მან X-ში.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, ისრაელის თავდასხმის შედეგად რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. ხათიბზადემ აღნიშნა, რომ თავდასხმა თეირანში პოლიტიკური და საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტზეც განხორციელდა