ორშაბათი, ოქტომბერი 19, 2026
Home საზოგადოება ემანუელ მაკრონი ირანის პრეზიდენტს ესაუბრა – ბირთვული პროგრამის საკითხი მოლაპარაკებების გზით უნდა გადაწყდეს

ემანუელ მაკრონი ირანის პრეზიდენტს ესაუბრა – ბირთვული პროგრამის საკითხი მოლაპარაკებების გზით უნდა გადაწყდეს

by admin

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ირანის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშკიანს ესაუბრა. აღნიშნულის შესახებ მაკრონი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

“ჩემი პირველი გზავნილი იყო ჩვენი თანამემამულეების, სესილ კოლერისა და ჟაკ პარიზის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნა, რომლებიც ირანის რეჟიმის მიერ სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიუღებელ პირობებში მძევლები არიან.რეგიონში დესტაბილიზაციის სერიოზული რისკის გათვალისწინებით, მოვუწოდე, რომ ჩვენი დიპლომატიური ობიექტები და მოქალაქეები არავითარ შემთხვევაში არ უნდა გახდნენ სამიზნე. ასევე მოვუწოდე მაქსიმალური თავშეკავებისკენ ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.

ირანის ბირთვული პროგრამასერიოზულ შეშფოთებას იწვევს და ის მოლაპარაკებების გზით უნდა გადაწყდეს. ამიტომ, მოვუწოდე პრეზიდენტ ფეზეშკიანს, სწრაფად დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას შეთანხმების მისაღწევად – ეს დეესკალაციის ერთადერთი სიცოცხლისუნარიანი გზაა.ჩვენ მზად ვართ, წვლილი შევიტანოთ და მობილიზება მოვახდინოთ ყველა ჩვენი ძალისხმევის ამ მიზნის მისაღწევად”,- წერს ემანუელ მაკრონი

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay