91
ისრაელის თავდაცვის მინისტრის ისრაელ კაცის თქმით, სამოქალაქო ცენტრებზე სარაკეტო დარტყმებით ირანმა წითელი ხაზები გადაკვეთა და ძალიან მძიმე ფასს გადაიხდის.
ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა. ისრაელის საგანგებო სამსახურის მეთაურის ელი ბინის განცხადებით, თელ-ავივსა და რამათ-განზე ირანის სარაკეტო დარტყმების შედეგად რვა ადამიანია მსუბუქად დაშავებული.
ირანის სახელმწიფო მედიამ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ თეირანმა ისრაელის მიმართულებით ასობით სხვადასხვანაირი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა