101
ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად, ირანის თეირანის პროვინციაში 78 ადამიანი დაიღუპა და 330 დაშავდა. ინფორმაციას ირანული სააგენტო Fars ავრცელებს.
ირანის ხელისუფლებამ ამ დრომდე არ გამოაქვეყნა ისრაელის მიერ ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული იერიშების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა საერთო რაოდენობა.
ამასთან, Reuters წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ირანზე ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად, სულ მცირე 20 ირანელი მაღალი რანგის მეთაური დაიღუპა