კვირა, ოქტომბერი 18, 2026
Home პოლიტიკა საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს ისრაელის უფლებას, დაიცვას თავი და უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება – მაკრონი

საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს ისრაელის უფლებას, დაიცვას თავი და უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება – მაკრონი

by admin

საფრანგეთმა ირანის ბირთვული პროგრამა არაერთხელ დაგმო და საპასუხოდ ყველა შესაბამისი დიპლომატიური ზომა მიიღო, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

“ამ კონტექსტში, საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს ისრაელის უფლებას, დაიცვას თავი და უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება. ნირანსა და მის ბირთვულ პროგრამაზე ისრაელის დარტყმების შემდეგ, ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭო მოვიწვიე. მიღებული იქნება ყველა საჭირო ზომა რეგიონში ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი დიპლომატიური და სამხედრო მისიების დასაცავად. ასევე განხორციელდება ყველა ზომა ჩვენი ეროვნული ტერიტორიისა და ჩვენი თანამოქალაქეების დაცვის უზრუნველსაყოფად. დღეს ვესაუბრე საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცს, იორდანიის მეფეს, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, კატარის ემირს, გერმანიის კანცლერს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს და შეერთებული შტატების პრეზიდენტს. რეგიონში ყველასთვის მშვიდობა და უსაფრთხოება ჩვენი წამყვანი პრინციპი უნდა დარჩეს”, – წერს მაკრონი

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay