კვირა, ოქტომბერი 18, 2026
Home პოლიტიკა ირანმა უნდა დადოს ბირთვული შეთანხმება, ვიდრე გვიანი არ არის – დონალდ ტრამპი

ირანმა უნდა დადოს ბირთვული შეთანხმება, ვიდრე გვიანი არ არის – დონალდ ტრამპი

by admin

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი დაუყოვნებლივ უნდა დათანხმდეს ბირთვულ შეთანხმებას, რათა თავიდან აიცილოს შემდგომი ნგრევა და მსხვერპლი შესაძლო თავდასხმების შედეგად. ამის შესახებ ტრამპი Truth Social-ში წერს.

“მე ირანს ორი თვის წინ ირანს 60-დღიანი ულტიმატუმი წავუყენე შეთანხმების დასადებად. მათ ეს უნდა გაეკეთებინათ! დღეს 61-ე დღეა.  ვუთხარი, რა უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ძლიერ შეეცადნენ, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ახლოს იყვნენ, უბრალოდ ვერ შეძლეს ამის გაკეთება. უკვე ბევრი სიკვდილი და ნგრევა მოხდა, მაგრამ ჯერ კიდევ არის დრო, რომ ეს ხოცვა-ჟლეტა შეწყდეს, რადგან შემდეგი დაგეგმილი თავდასხმები კიდევ უფრო სასტიკი იქნება. ირანმა უნდა დადოს შეთანხმება, ვიდრე ყველაფერი განადგურდება და გადაარჩინოს ის, რაც ოდესღაც ირანის იმპერიის სახელით იყო ცნობილი. აღარ იყოს სიკვდილი, აღარ იყოს ნგრევა, უბრალოდ გააკეთეთ ეს, სანამ ძალიან გვიან არ არის. ღმერთმა დაგლოცოთ ყველა!” – წერს ტრამპი.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay