უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა დონალდ ტრამპს, რომელმაც რუსეთი და უკრაინა “პარკში მოჩხუბარ ბავშვებს” შეადარა.
“საქმე პრეზიდენტ ტრამპში არაა, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც აქ არაა, და ათასობით მილის დაშორებითაა, ვერ შეძლებს სრულად შეიგრძნოს და გაიგოს ეს ტკივილი.
პუტინი და ჩვენ ბავშვების სათამაშო მოედანზე მყოფი ბავშვები არ ვართ. ის მკვლელია, რომელიც ამ პარკში ბავშვების მოსაკლავად მოვიდა” – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC-სთან ინტერვიუში.
ზელენსკის თქმით, სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან უკრაინაში რუსული აგრესიის შედეგად 631 ბავშვი დაიღუპა