სამშაბათი, აგვისტო 11, 2026
Home პოლიტიკა თუ არ გავალთ არჩევნებზე, ივანიშვილი მსოფლიოს თვალში ლეგიტიმაციას მიიღებს – მამუკა ხაზარაძე

თუ არ გავალთ არჩევნებზე, ივანიშვილი მსოფლიოს თვალში ლეგიტიმაციას მიიღებს – მამუკა ხაზარაძე

by admin

თუ არ მივიღებთ მონაწილეობას ამ არჩევნებში, გაერთიანებული ოპოზიცია, ერთიანი ძალებით არ ვიბრძოლებთ და უბრძოლველად გავატანთ მოგებულ ქალაქებს, რომლებიც მოგებული გვაქვს აგერ ექვსი თვის წინ, ეს არის თბილისი, რუსთავი და ხუთ ქალაქში ვერ აიღო ქართულმა ოცნებამ იმდენი ხმა, რომ ის ქალაქები მოეგოთ. შესაბამისად, ჩვენ გვექნება სურათი, რომ ბიძინა ივანიშვილი მთელი მსოფლიოს თვალში ლეგიტიმაციას მიიღებს. ჩამოიყვანს დამკვირვებლებს და იტყვის: ნახეთ როგორი არჩევნები ჩავატარე? ეყოლება ოპოზიცია? რა თქმა უნდა ეყოლება. როგორც მე დღეს დამიბარა “ცრუ ოპოზიციით” შექმნილმა საპარლამენტო კომისიამ. თავის ამომრჩეველს და გადაუწყვეტელ ხალხს ეტყვის, რომ აგერ არის ოპოზიცია – მამუკა ხაზარაძე

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay