არავითარი ეჭვები არ მაქვს, რომ ამერიკის მთავრობა ნატო-ს ერთგულია, არავითარი ეჭვები არ მაქვს, რომ ამერიკის მთავრობა ნატო-ს ერთგულია, ნატო-დან გასვლის შესაძლებლობის შესახებ კითხვაზე ტრამპისგან მკაფიო “არა” მოვისმინე, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ვაშინგტონში ვიზიტიდან მეორე დღეს, ბერლინში, საოჯახო მეწარმეთა ასოციაციის ღონისძიებაზე კითხვა-პასუხების დროს განაცხადა.
გერმანიის კანცლერმა აშშ-ის პრეზიდენტთან დახურულ კარს მიღმა საუბრის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
“რა თქმა უნდა, დეტალურად განვიხილეთ სამი დიდი თემა, რომელიც ახლა ყველაზე მეტად გვაწუხებს: ომი უკრაინაში, სავაჭრო პოლიტიკა და ნატო-ს მომავალი”, – განაცხადა მერცმა და აღნიშნა, რომ ევროპამ ახლა მეტი უნდა გააკეთოს საკუთარი ვალდებულებების შესასრულებლად