ბიძინა ივანიშვილი არის რუსული ძალა და ყველა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაჭერა აქვს გადაწყვეტილი, არავითარ შემთხვევაში არ მივცემთ მას შანსს, რომ მე ციხეში შევიდე – ამის შესახებ “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს.
“ჩვენ გავაგრძელებთ ამ ბრძოლას. არავითარ შემთხვევაში არ მივცემთ ბიძინა ივანიშვილს იმის შანსს, რომ მე ციხეში შევიდე. ივანიშვილი არის რუსული ძალა და მას გადაწყვეტილი აქვს ყველა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაჭერა. ბრძოლა გრძელდება. მინდა ყველას მოვუწოდო პროტესტის ყველა ფრონტზე გაგრძელებისკენ. უკვე 4 წელია, რაც ჩემს დაჭერას და 9 წლით დაპატიმრებას ცდილობენ. მათ ეს არ გამოუვიდათ რადგან ჩვენ ვიბრძოლეთ. ჩვენ მურუსიძის და ბიძინას რუსულ სასამართლოში დაამტკიცეთ, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ