ოთხშაბათი, აგვისტო 12, 2026
Home საზოგადოება ხედავ, დიდო კაცო, პოლიტიკა უფრო რთულია, ვიდრე შენ გეგონა – სიკორსკი ილონ მასკს

ხედავ, დიდო კაცო, პოლიტიკა უფრო რთულია, ვიდრე შენ გეგონა – სიკორსკი ილონ მასკს

by admin

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მილიარდერ ილონ მასკს შორის ურთიერთობის დაძაბვას ეხმაურება.

“ხედავ, დიდო კაცო, პოლიტიკა უფრო რთულია, ვიდრე შენ გეგონა”, – წერს სიკორსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

სიკორსკი ილონ მასკის რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნებულ პოსტს აზიარებს, სადაც მილიარდერი ბიზნესმენი მის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, პოლონეთი უკრაინისთვის Starlinks-ის სერვისების მიწოდებისთვის წელიწადში, დაახლოებით, 50 მილიონ აშშ დოლარს იხდის და თუ დადასტურდება, რომ SpaceX-ი არასანდო პროვაიდერია, იძულებული გახდება, ახალი მიმწოდებლები მოიძიოს.

“ჩუმად იყავი, პატარა კაცო, თქვენ იხდით ღირებულების მცირე ნაწილს. Starlink-ის შემცვლელი არ არსებობს”, – აღნიშნულია მასკის მიერ მარტში გამოქვეყნებულ პოსტში

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay