ხუთშაბათი, აგვისტო 13, 2026
Home საზოგადოება ქვეყანაში ოპოზიცია არ არის, საკუთარი თავი თვითონ ვამყოფოთ ფორმაში, ამიტომ ვზრუნავთ სიახლეზე, განახლებაზე, ახალ სისხლზე – კობახიძე

ქვეყანაში ოპოზიცია არ არის, საკუთარი თავი თვითონ ვამყოფოთ ფორმაში, ამიტომ ვზრუნავთ სიახლეზე, განახლებაზე, ახალ სისხლზე – კობახიძე

by admin

ქვეყანაში ოპოზიცია არ არის და იძულებულები ვართ, საკუთარი თავი თვითონ ვამყოფოთ ფორმაში – ამიტომ ვზრუნავთ სიახლეზე, განახლებაზე, ახალ სისხლზე, – ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა:

“გიორგი გაბიტაშვილი არის ღირსეული კაცი, სწორედ ეს იყო მიზეზი იმის, რომ ის დაიკავებს ძალიან მაღალ თანამდებობას პარლამენტის გადაწყვეტილების შემდეგ.

რაც შეეხება სხვა ცვლილებებს, ვერაფერს გამოვრიცხავთ. ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ ყველა ცვლილება წაადგა სწორი მიმართულებით შესაბამისი დარგების განვითარებას. იმის გამო, რომ განხორციელდა ცვლილებები, მარტო რკინიგზასა და ენერგეტიკის სახელმწიფო საწარმოებში შევძელით 52.5 მილიონი ლარის დაზოგვა, ეს მინიმალური მაჩვენებელია ცვლილებების შედეგად. ეს არ ნიშნავს, რომ ვიღაც ცუდი იყო და ვიღაც კარგია. განახლება ნებისმიერ სისტემას სჭირდება.

იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში არ არის რეალურად ოპოზიცია, ოპოზიცია უნდა ასრულებდეს იმ როლს, რასაც ჰქვია ხელისუფლების ფორმაში ყოფნა. ოპოზიცია ქვეყანაში არ არის და ჩვენ იძულებულები ვართ, საკუთარი თავი თვითონ ვამყოფოთ ფორმაში. ამიტომ ვზრუნავთ სიახლეზე, განახლებაზე, ახალ სისხლზე, ამან კონკრეტული შედეგები მოიტანა”

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay