ვოლოდიმირ ზელენსკი რეჯეფ თაიფ ერდოღანს ესაუბრა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.
“პირადად მას, ისევე როგორც მთელ თურქეთს, ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის მიმართ არსებული პრინციპული პოზიციისთვის მადლობა გადავუხადე. ჩვენ ვისაუბრეთ სტამბოლში გამართული პირველი შეხვედრის შესახებ. სამხედრო ტყვეების გაცვლა ამ შეხვედრის მნიშვნელოვანი მიღწევა იყო, მაგრამ სამწუხაროდ, ერთადერთი. მშვიდობის მიღწევისთვის ცეცხლის შეწყვეტა აუცილებელია. მკვლელობები უნდა შეწყდეს. ვიზიარებთ მოსაზრებას, რომ არ შეიძლება ეს შეხვედრა უშედეგო იყოს. ასევე, განვიხილეთ ოთხმხრივი შეხვედრის ორგანიზების შესაძლებლობა უკრაინის, რუსეთის, თურქეთისა და აშშ-ის ლიდერების დონეზე”, – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.