აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს, რომ ჩინეთმა აშშ-სთან 11 მაისს დადებული სავაჭრო შეთანხმება “სრულად” დაარღვია.
“ორი კვირის წინ ჩინეთი მძიმე ეკონომიკური საფრთხის წინაშე იდგა! ჩემ მიერ დაწესებული ძალიან მაღალი ტარიფები პრაქტიკულად შეუძლებელს ხდიდა ჩინეთისთვის ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე ევაჭრა, რომელიც მსოფლიოში ნომერ პირველი ბაზარია. ჩვენ ფაქტობრივად ჩინეთთან მიმართებით “ცივ ტაკტიკაზე” გადავედით და ეს მათთვის დამანგრეველი აღმოჩნდა. ბევრმა ქარხანამ მუშაობა შეწყვიტა და ქვეყანაში, რბილად რომ ვთქვათ, “სამოქალაქო არეულობა” იყო.
ვუყურებდი მოვლენებს და ეს არ მომწონდა არც მათთვის, არც ჩვენთვის. ამიტომ სწრაფად მივაღწიე შეთანხმებას ჩინეთთან, რათა გადამერჩინა ისინი ძალიან მძიმე მდგომარეობისგან, რომელიც, ჩემი აზრით, შეიქმნებოდა და არ მინდოდა მსგავსი რამ მომხდარიყო”. – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.