კვირა, აგვისტო 23, 2026
Home პოლიტიკა ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოში მიმდინარე რეპრესიებით, რომელიც ნიკა მელიას დაპატიმრებას უკავშირდება – ALDE-ს ვიცე-პრეზიდენტი

ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოში მიმდინარე რეპრესიებით, რომელიც ნიკა მელიას დაპატიმრებას უკავშირდება – ALDE-ს ვიცე-პრეზიდენტი

by admin

ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოში მიმდინარე რეპრესიებით, რომელიც „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრებას უკავშირდება , – ამის შესახებ რუმინელი ევროპარლამენტარი და პარტია “ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის” (ALDE) ვიცე-პრეზიდენტი, დენ ბარნა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

“ეს ოპოზიციური ხმების დაშინების ნიმუშია. ვგმობთ საქართველოს მთავრობის ამ ქმედებებს, რომლებიც ძირს უთხრის დემოკრატიულ ღირებულებებს და ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ჩვენ ვდგავართ მამაცი ქართველი ხალხის გვერდით, რომლებიც ეწინააღმდეგებიან დემოკრატიიდან ჩამოშორებას და მზარდ რუსულ გავლენას”, – წერს ევროპარლამენტარი

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay