სამშაბათი, ოქტომბერი 20, 2026
Home საზოგადოება მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერა, უკრაინა დრონებით თავდასხმას ახორციელებს

მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერა, უკრაინა დრონებით თავდასხმას ახორციელებს

by admin

მოსკოვში სამმა აეროპორტმა შეაჩერა მუშაობა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს (როსავიაცია) პრესმდივანი, არტემ კორენიაკო ავრცელებს.ფრენების მიღება და გაშვება დროებით შეჩერებულია მოსკოვის სამ აეროპორტში: ვნუკოვოს, დომოდედოვოსა და ჟუკოვკის.

მოგვიანებით, ჟუკოვკის აეროპორტში დროებითი შეზღუდვები მოიხსნა, თუმცა დომოდედოვოსა და ვნუკოვოს აეროპორტებში ჯერ კიდევ ძალაში რჩება.

მოსკოვის მიღმა, მუშაობის შეჩერება შეეხო ნიჟნი ნოვოგოროდის, კალუგის, ტამბოვისა და იაროსლავლის აეროპორტებს.

ცნობისთვის, მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომა და მოსკოვის მერმა განცხადებები გაავრცელეს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მოსკოვის ოლქზე დრონებით თავდასხმას ახორციელებდნენ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay