პარასკევი, ოქტომბერი 23, 2026
Home საზოგადოება ძალიან ანეკდოტური ვითარება იყო, ბაბაევის ირანელი მოწმე ამტკიცებს, პოლიტიკური ნიშნით აგინებდა ელისაშვილი ბაბაევსო, ოღონდ ქართული არ იცის, რა იცოდა, მე პოლიტიკური ნიშნით ვაგინებდი თუ გეოპოლიტიკური? – ელისაშვილი

ძალიან ანეკდოტური ვითარება იყო, ბაბაევის ირანელი მოწმე ამტკიცებს, პოლიტიკური ნიშნით აგინებდა ელისაშვილი ბაბაევსო, ოღონდ ქართული არ იცის, რა იცოდა, მე პოლიტიკური ნიშნით ვაგინებდი თუ გეოპოლიტიკური? – ელისაშვილი

by admin

ძალიან ანეკდოტური ვითარება იყო, ბაბაევის ირანელი მოწმე ამტკიცებს, პოლიტიკური ნიშნით აგინებდა ელისაშვილი ბაბაევსო, ოღონდ ქართული არ იცის, რა იცოდა, მე პოლიტიკური ნიშნით ვაგინებდი თუ გეოპოლიტიკური?- ამის შესახებ პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტზე ბრალდებულმა, “ლელო – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა:

“იმდენად უხერხულ და სასაცილო მდგომარეობაში იყვნენ პროკურორები, ჩვენ გვსაყვედურობდნენ, კითხვებს რატომ არ უსვამთო, რა კითხვა უნდა გვქონოდა, ერთი მოწმე ამბობდა არაფერი დაგვინახავსო, მეორე მოწმე ამბობდა, არანაირი ჩხუბი არ დამინახავს, ბაბაევმა რკინის ჯოხი წამართვა და მისდევდა, უნდა ჩაერტყაო. ეს აბსურდია, ამ სიცილის და ანეკდოტურობის მიღმა შეჯიბრებითობის პრინციპი და სიმართლის დამტკიცება ხომ არ არის, რასაც ეტყვიან მოსამართლეს, ყურმოჭრილი ყმასავით შეასრულებს. აშკარად, სწრაფად ჩემი დაჭერა არ უნდათ და ასე ნელ-ნელა, ტაატით, ზლაზვნით მიჭერენ, ივნისში ჩამინიშნეს პროცესში. სხდომას დაესწარით, ალი ბაბაევს და მის ირანელ მოწმეს მოუსმინეთ, რომელიც ამტკიცებს, პოლიტიკური ნიშნით აგინებდა ელისაშვილი ბაბაევსო, ოღონდ ქართული არ იცის. რა იცოდა, მე პოლიტიკური ნიშნით ვაგინებდი, თუ გეოპოლიტიკური? თავიდან ბოლომდე აბსურდია ეს საქმე, პირიქით, იქით არის დასაჭერი ალი ბაბაევი, იმხელა რკინას მირტყამდა თავში”.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay