70
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრაღაში ვიზიტის დროს თქვა, რომ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა ნებისმიერ მომენტში არის შესაძლებელი და მოუწოდა დასავლელ პარტნიორებს, მოსკოვზე წნეხი გააძლიერონ.
“ჩვენ გვჯერა, რომ ცეცხლის შეწყვეტა ნებისმიერ მომენტშია შესაძლებელი, დღეიდანაც კი და სულ მცირე 30 დღე უნდა გაგრძელდეს, რათა დიპლომატიისთვის რეალური შანსები გაჩნდეს. ჩვენ გვჯერა, რომ წნეხის მომატების გარეშე, რუსეთი რეალურ ნაბიჯებს არ გადადგამს ომის დასასრულებლად. დღეს 54-ე დღეა მას შემდეგ, რაც რუსეთმა იგნორი გაუკეთა აშშ-ს შეთავაზებას ცეცხლის სრულად შეწყვეტაზე”