შაბათი, ოქტომბერი 24, 2026
Home საზოგადოება სადგურის მოედანზე მამაკაცი მოკლეს

სადგურის მოედანზე მამაკაცი მოკლეს

by admin

სადგურის მოედანზე, სავარაუდოდ, ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ახალგაზრდა მამაკაცს სამი პირი ფიზიკურად დაუპირისპირდა. ამასთან, თვითმხილველების ინფორმაციით, ერთ-ერთმა შუა ხნის მამაკაცს ყელის არეში დაზიანება მიაყენა.

ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მათ შორის ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, დაკითხვაზე გადაიყვანეს რამდენიმე თვითმხილველი.

შსს განცხადებით, გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay