94
დმიტრი პესკოვის თქმით, უკრაინის შესახებ შეთანხმების მკაფიო კონტურები არ არსებობს, თუმცა, არსებობს შესაბამისი პოლიტიკური ნება. ამის შესახებ პესკოვმა ბრიფინგზე ისაუბრა.
“ჯერჯერობით არ არსებობს კონკრეტული შეთანხმების მკაფიო კონტურები, თუმცა, არსებობს პოლიტიკური ნება, რომ ამ მიმართულებით წინ ვიაროთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ჩვენ მეტად პოზიტიურად ვაფასებთ იმ კონსტრუქციულ და შინაარსობრივ კონტაქტებს, რომლებიც შედგა”. – თქვა პესკოვმა.
მანამდე, აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა Fox News–ის ეთერში აღნიშნა, რომ მისი აზრით, რუსეთთან უკრაინის ომის საკითხზე შეთანხმება ფორმას იღებს