რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი სერგეი ნარიშკინი ოფიციალური ვიზიტით ბელარუსში იმყოფება.
ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე ნარიშკინმა ნატოს მხრიდან რუსეთისა და ბელარუსის მიმართ საშიშროებებზე ილაპარაკა. ნარიშკინის მტკიცებით, რუსეთისა და ბელარუსის საზღვართან გაზრდილია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ძალების სამხედრო აქტივობა.
დაზვერვის ხელმძღვანელის თქმით, ნატოს აგრესიის შემთხვევაში, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები (ლიტვა, ლატვია, ესტონეთი) პირველები დაზარალდებიან:
“რაც შეეხება კონფლიქტის დასრულების შემდეგ რუსეთის სტრატეგიულ მიზნებს, ისინი კვლავ იგივე რჩება. სამშვიდობო შეთანხმების პირობები, რა თქმა უნდა, უკრაინის არაბირთვულ, ნეიტრალურ სტატუსს, უკრაინის სახელმწიფოს დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციას, 2014 წლის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ მიღებული ყველა დისკრიმინაციული კანონის გაუქმებასა და რუსეთის ამჟამინდელი ტერიტორიული საზღვრების სუვერენიტეტის აღიარებას ითვალისწინებს. რუსეთსა და აშშ-ს შორის სხვადასხვა დონეზე საკმაოდ ინტენსიური დიალოგი მიმდინარეობს და ის ფაქტი, რომ კონტაქტები არსებობს, დადებითია. ეს, რა თქმა უნდა, მკვეთრად განსხვავდება იმისგან, რაც პრეზიდენტ ბაიდენის წინა ადმინისტრაციის დროს იყო”