ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026
Home საზოგადოება ბზობას რუსული ძალების მიერ სუმში სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმა ყოველგვარ ზღვარს სცილდება – კიტ კელოგი

ბზობას რუსული ძალების მიერ სუმში სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმა ყოველგვარ ზღვარს სცილდება – კიტ კელოგი

by admin

ბზობას რუსული ძალების მიერ სუმში სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმა ყოველგვარ ზღვარს სცილდება. ათობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაიჭრა, – ამის შესახებ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„როგორც ყოფილ სამხედრო ლიდერს, მესმის, ობიექტების მიზანში ამოღება და ეს არასწორია. სწორედ ამიტომ მუშაობს პრეზიდენტი ტრამპი ამ ომის დასასრულებლად“, – აცხადებს კელოგი.

შეგახსენებთ, დღეს დილით რუსებმა სუმზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 32 ადამიანი, 99 კი – დაშავდა.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay