ოთხშაბათი, აპრილი 29, 2026
Home მსოფლიო უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მხარეს, ჩინეთის, სულ მცირე, “რამდენიმე ასეული” მოქალაქე იბრძვის – ზელენსკი

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მხარეს, ჩინეთის, სულ მცირე, “რამდენიმე ასეული” მოქალაქე იბრძვის – ზელენსკი

by admin

“ამ დროისთვის არსებობს ინფორმაცია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების შემადგენლობაში სულ მცირე, რამდენიმე ასეული ჩინელი იბრძვის. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი აშკარად ცდილობს ომის გახანგრძლივებას, თუნდაც ჩინელების სიცოცხლის გამოყენებით. პუტინი არ იყო კმაყოფილი ჩრდილოეთ კორეიდან ჯარისკაცებით. ახლა ის ცდილობს თავისი დეფიციტის დაფარვას კიდევ ერთი ერის – ჩინელების – ჩართვით”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ცნობისთვის, ზელენსკიმ 9 პარილს თქვა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე მოსკოვის მხარეს ჩინეთის 155 მოქალაქე იბრძოდა. ამასთან, ამ კვირის დასაწყისში კიევმა დონეცკის ოლქში რუსეთის მხარეს მებრძოლი 2 ჩინელი დააკავა.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay