სამშაბათი, აპრილი 28, 2026
Home საზოგადოება 9 აპრილი, 1989, იარაღი – ტანკი და ნიჩაბი. 10 აპრილი, 2025, იარაღი – სანქცია – მდინარაძე

9 აპრილი, 1989, იარაღი – ტანკი და ნიჩაბი. 10 აპრილი, 2025, იარაღი – სანქცია – მდინარაძე

by admin

მამუკა მდინარაძე სანქციების დაწესებასა და 9 აპრილის დარბევას ერთმანეთთან აიგივებს. მდინარაძის განცხადებით, ორივეს “თავდასხმის ობიექტი” საქართველოს დამოუკიდებლობა და ადამიანების თავისუფლებაა.

“9 აპრილი, 1989 წელი.
იარაღი – ტანკი და ნიჩაბი.
თავდასხმის ობიექტი – საქართველოს დამოუკიდებლობა; ადამიანების სიცოცხლე და თავისუფლება.

10 აპრილი, 2025 წელი.
იარაღი – სანქცია.
ობიექტი – საქართველოს დამოუკიდებლობა; ადამიანების ეკონომიკური თავისუფლება.

მორალი: სიტყვა დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთისგან დამოუკიდებლობას არ ნიშნავს, გაცილებით ფართოა, ყველა უცხო ქვეყანას თუ ძალას მოიცავს!

პ. ს. სსრკ-ს ან რუსეთის თავიდანვე ხსენებას მოვერიდე მაინც, მერე სხვაც რომ არ მყოლოდა სახსენებელი…” – წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay