79
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა მოლდოვაში რუსი დიპლომატების პერსონა ნონ გრატად გამოცხადების ამბავს გამოეხმაურა.
“რუსეთის საელჩო მოლდოვაში მკაცრად მოქმედებს 1961 წლის დიპლომატიური ურთიერთობების კონვენციის ფარგლებში და არ ერევა მოლდოვის რესპუბლიკის შიდა საქმეებში. მოლდოვის ხელისუფლების მხრიდან მტრულ ქმედებებს რუსეთი ხისტ ადეკვატურ პასუხს გასცემს”. – თქვა ზახაროვამ.
ზახაროვამ ასევე აღნიშნა, რომ დიპლომატების პერსონა ნონ გრატად გამოცხადება კიშინიოვის ანტირუსული კურის ნაწილია