კვირა, აპრილი 19, 2026
Home მსოფლიო ხვალ, მზის ჩასვლისთვის, ჩვენს ქვეყანაში შემოჭრა შეჩერდება – ტრამპი

ხვალ, მზის ჩასვლისთვის, ჩვენს ქვეყანაში შემოჭრა შეჩერდება – ტრამპი

by admin

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში, ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე მხარდამჭერებთან გამართულ შეხვედრაზე პირობა დადო, რომ საპრეზიდენტო კამპანიის მთავარ დაპირებას შეასრულებს და იმიგრაციაზე შეზღუდვებს დააწესებს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

“ხვალ მზის ჩასვლისთვის, ჩვენს ქვეყანაში შემოჭრა შეჩერდება. ეს არის უდიდესი პოლიტიკური სვლა ამერიკის ისტორიაში და 75 დღის წინ ჩვენ მივაღწიეთ ყველაზე ეპიკურ პოლიტიკურ გამარჯვებას, რომელიც ჩვენს ქვეყანას ოდესმე უნახავს. ხვალიდან ვიმოქმედებ ისტორიული სისწრაფით და გამოვასწორებ თითოეულ კრიზისს, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას”, – განაცხადა ტრამპმა.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონია დღეს გაიმართება

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay