კვირა, აპრილი 19, 2026
Home მსოფლიო ტრამპს სურს, ჩინეთში სი ძინფინგს პრეზიდენტობის პირველ 100 დღეში შეხვდეს

ტრამპს სურს, ჩინეთში სი ძინფინგს პრეზიდენტობის პირველ 100 დღეში შეხვდეს

by admin

გამოცემა Wall Street Journal-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მრჩევლებს უთხრა, რომ პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების შემდეგ, ჩინეთში ვიზიტის გამართვა სურს. ტრამპს ჩინეთში გამგზავრება პრეზიდენტობის პირველ 100 დღეში სურს და ვიზიტის მიზანი ჩინეთის ლიდერ სი ძინფინგთან ურთიერთობის გაღრმავება იქნება.

ტრამპსა და სი ძინფინგს შორის სატელეფონო საუბარი 18 იანვარს შედგა. ლიდერებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებზე. თუმცა, ერთ-ერთი განსახილველი თემა ასევე პლატფორმა TikTok-ის საკითხი იყო.

ჩინეთის პრეზიდენტის თქმით, აშშ-სა და ჩინეთს შორის ეკონომიკური კავშირები ორივე სახელმწიფოსთვის მომგებიანია და არცერთმა მათგანმა არ უნდა სცადოს კონფრონტაციისა და კონფლიქტის პროვოცირება. ბოლო პერიოდში ტრამპი ჩინურ იმპორტზე მკვეთრი ტარიფების დაწესებით იმუქრებოდა.

აღსანიშნავია, რომ 20 იანვარს დონალდ ტრამპის ინაუგურაციას სი ძინფინგის წარმომადგენელი, ჩინეთის ვიცეპრეზიდენტი ხან ჭენგი დაესწრება.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay