ჯანდაცვის მინისტრის, მიხელ სარჯველაძის განცხადებით, ორთაჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სხვადასხვა სიმძიმისაა და ისინი კლინიკაში აგრძელებენ მკურნალობენ.
“უბედური შემთხვევა მოხდა. ზუსტი მიზეზი გამოძიების ჩატარების შემდეგ შეგვეძლება რომ ვთქვათ. სავარაუდოდ, საუბრობენ გაზის გაჟონვაზე ან ქსელის გაუმართაობაზე, რამაც აფეთქება გამოიწვია. რამდენიმე პირი იმყოფება კლინიკაში და მათი მდგომარეობა სხვადასხვა სირთულისაა, ძირითადად, ისინი უსაფრთხოდ იმყოფებიან. ერთ-ერთი პირის მდგომარეობა განსაკუთრებით საყურადღებოა და ის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. საუბედუროდ, ერთი ადამიანი გახლავთ გარდაცვლილი“,-განაცხადა სარჯველაძემ.
არსებული ინფორმაციით, აფეთქება სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია. აფეთქება სავარაუდოდ, შენობის მეოთხე სართულზე მოხდა. აფეთქების შედეგად, საცხოვრებელი კორპუსის ფასადი და კედლები ჩამოინგრა